კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა "ცენტრალური აზია - კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის შესწავლის პროგრამის" (Central Asia-Caucasus Institute & Silk Road Studies Program) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად შვედური მხარის ინიციატივით საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. გარდა ამისა, იმსჯელეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზეც.
აღნიშნული ღონისძიება 22 ივნისს, გაიმართა და მასში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.