ამბროლაურში ნაციონალები გოჩა ენუქიძეს წარადგენენ

ამბროლაურში ნაციონალები გოჩა ენუქიძეს წარადგენენ

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ამბროლაურის რაიონში გოჩა ენუქიძე იქნება.

from.ge-სთან საუბარში გოჩა ენუქიძემ არ უარყო, რომ მის კანდიდატურას ისევ მაჟორიტარად წარადგენენ.

„2–3 დღეში ყველაფერი გაირკვევა“, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

ამ მოწვევის პარლამენტში მოხვედრამდე გოჩა ენუქიძე ნავთობის ბიზნესში საქმიანობდა. ის იყო „იბერკომპანი ჰოლდინგის" პრეზიდენტი და  შპს "ლუკოილ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე.