აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გალის რაიონში ბოლო პერიოდში მდგომარეობა რთულდება და იძაბება, რაც ქართული მხარის მიერ გალის რაიონში ტერორისტული ქმედებების გააქტიურებითაა გამოწვეული.
„როგორც ცნობილია, ქართული მხარის მიერ ხორციელდება ტერორისტული აქტები ქართული ეროვნების იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთის ხელისუფლებათან თანამშრომლობენ და ამას ქართული მხარე დემოსტრაციულად აკეთებს. განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია 2011 წლის ბოლოდან, რომელიც დღემდე გრძელდება, ყველა კვალი კი საქართველოს ტერიტორიისკენ მიდის, საიდანაც იგზავნება ტერორისტული ჯგუფები“,-აცხადებს ლაკობა.