საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, ქართველ ფიზიკოსებს და იმ ახალგაზრდებს რომლებმაც გადაწყვიტეს მეცნიერებას გაყვნენ დამატებითი შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილება მიიღონ და მუშაობა შვეიცარიაში გააგრძელონ. აღნიშნული განცხადება ბაქრაძემ დღეს ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის (CERN) გენერალურ დირექტორთან, პროფესორ როლფ–დიტერ ჰოიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ბაქრაძის განმარტებით, ბევრი ქართველი ფიზიკოსი უკვე მუშობს შვეიცარიაში CERN-ში.
მისივე თქმით, მეცნირება ჩვენი პრიორიტეტია და თანამედროვე მეცნიერების განვითარება შეუძლებელია თუ არ იქნება ინტენსიური კონტაქტები უცხოეთთან.
„ამ თვალსაზრისით CERN -ი არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრი და ამ ცენტრთან ურთიერთობის განვითარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ფიზიკის და ზოგადად ქართული მეცნიერების განვითრებისთვის“, - აღნიშა ბაქრაძემ.
ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის (CERN) გენერალურ დირექტორმა, პროფესორმა როლფ- დიტერ ჰოიერმა კი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საქართველოში მეცნიერების განვითარების და უმაღლესი განათლების განვითრების საკითხები განვიხილეს.
„ძალიან მოგვწონს ის წარმატებები რასაც საქართველომ მიაღწია, რასაც მე ვხედავდი უბრალოდ აეროპორტიდან აქ მოსვლამდე, თუ რამდენად განსხვავადება საქართველო იმისგან რაც ორი წლის წინ იყო“, - აღნიშნა როლფ-დიტერ ჰოიერმა.