თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სირიის სამხედრო ძალების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი F4 „ფანტომი“ თურქეთის კუთვნილებაა.
„ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მაღალი სიჩქარით მფრინავი სამხედრო თვითმფრინავები მოულოდნელად გადიან ნაციონალური საზღვრებიდან და მოულოდნელად გადაკვეთავენ ხოლმე საზღვარს. ეს არ ხდება ბოროტი ჩანაფიქრით, ასეთ შემთხვევებს დიდი სიჩქარის გამო ვერ გააკონტროლებ“,-განაცხადა გიულმა.
სირიის საჰაერო ძალების სამხედრო წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სირიის საჰაერო ძალების მიერ თურქული სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიულ წყლებში იქნა ჩამოგდებული.
„ჩვენ მოვიქეცით იმ შესაბამისი კანონმდებლობით, რაც ასეთი სიტუაციების რეგულირებას ახდენს“,- განაცხადა სირიელმა გენერალმა.
თურქეთის პრემიერმინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თვითმფრინავი F4 „ფანტომზე“ მყოფი ორი თურქი მფრინავი დაკარგულია და მათ თურქული და სირიელი სანაპირო დაცვის გემები ერთდროულად ეძებენ.