დავით ბაქრაძე:  „მასთ ქერის“ პრინციპი ყველა არჩევნების დროს იქნება

დავით ბაქრაძე: „მასთ ქერის“ პრინციპი ყველა არჩევნების დროს იქნება

ე.წ. მასთ ქერის პრინციპი ყველა არჩევნების დროს განხორციელდება. ამის თაობაზე ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არჩევნების დროს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით მოხდება.

„საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო დაავალდებულებს როგორც კაბელებს, ასევე სატელევიზიო არხებს მიაღწიონ სავადებულო შეთანხებას, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს. ერთი მხრივ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა სატელევიზიო არხს ჰქონდეს საშუალება, რომ საკუთარი ხმა მიაწვდინოს მოსახლეობას და მოსახლეობამ ყველნაირი აზრი მოისმინოს“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო პერიოდში საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღების საგანს წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომ  მოსახლეობამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. 

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კამპანია „ეს შენ გეხებას“ ინიციატივას „მასთ ქერთან“ დაკავშირებით უმრავლესობა არ ეთანხმებოდა.

კითხვაზე-  რატომ შეიცვალა უმრავლესობამ პოზიცია, ბაქრაძემ უპასუხა, რომ არანაირი შეუსაბამობა არ ყოფილა.

“ჩვენი ზოგადი პოზიცია ძალაში რჩება, რომ საარჩევნო პერიოდისთვის განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს და ამ რეჟიმის ფარგლებში შესაძლებლად გვეჩვენება ამ ინიციატივის განხორციელება“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება კანონპროექტის დანარჩენ დეტალებს, ბაქრაძემ მასზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინიციატივა მზად მომავალ კვირას იქნება და მისი განხილვა დაიწყება.