24 ივლისს, კალიფორნიაში Julien's -ის აუქციონზე უიტნი ჰიუსტონის პირად ნივთები გაიყიდება.
44 ლოტიდან, მომღერლის თაყვანისმცემელთა შორის, ყველაზე დიდ ინტერესი გამოიწვია მისმა საკონცერტო კოსტიუმმა, ჟილეტმა ფილმიდან „პირადი მცველი“, მომღერლის პირადობის დამადასტურებელმა მოწმობამ და შავი ტყავის ხელთათმანებმა, კლიპიდან -„Greatest Love Of Al“.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომღერლის პირადობის მოწმობა 6 000 დოლარზე მეტად გაიყიდება. კაბა 5000, დანარჩენი ლოტები, კი უფრო იაფადაა შეფასებული.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის, პირადი ნივთების ნაწილი Julien's-ის აუქციონზე ერთხელ უკვე გაიყიდა. ვაჭრობით მიღებულმა შემოსავალმა, თებერვლის თვეში 80 000 დოლარი შეადგინა. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ყველა ლოტი საწყის ფასთან შედარებით 4-ჯერ ძვირად გაიყიდა.
ყველაზე ძვირადღირებული ჰიუსტონის მარგალიტებით გაწყობილი ოქროსფერი კაბა აღმოჩნდა, რომელიც მომღერალს სცენაზე ეცვა, ახალმა მფლობელმა კი,- 19 200 დოლარად შეიძინა.