აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება დაამოწმა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი თავმჯდომარეობდა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 312 წევრის ხმა მიიღო, ხოლო კამალა ჰარისმა - 226 ხმა.
კამალა ჰარისი მიესალმა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, როგორც აშშ-ის დემოკრატიის საფუძველს.