„ფოტოები, რომელიც გავრცელდა და რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მილანში ყოფნაა ასახული - თუ როგორ გამოდის ის მაღაზიდან, კახა კალაძის ორგანიზებული იყო" - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტი მილანში სავაჭროდ ჩავიდა იმ დროს, როდესაც საქართველოში ტრაგედია მოხდა, ეს კი კახი კალაძემ დააფიქსირა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ, ორთაჭალაში 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ, მილანის ცენტრში, მონტე ნაპოლიზე მიხეილ სააკაშვილმა "იშოპინგა".
მილანის მაღაზიებში საქართველოს პრეზიდენტის "შოპინგის" ამსახველი ფოტომასალა გაზეთმა "ალიამ" გაავრცელა.