ბრეივიკის ფსიქიური ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას ნორვეგიის სასამართლო 24 აგვისტოს მიიღებს. თავის უკანასკნელი სიტყვაში „ნორვეგიელმა მსროლელმა“ განაცხადა, რომ მან ყველაფერი ჩაიდინა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი შეეშალა ევროპაში ისლამიზმის გავრცელებისთვის, სასამართლოსგან კი მოითხოვა რომ ფსიქიურად ჯანმრთელად სცნონ და ციხეში გადაიყვანონ. ბრეივიკის სიტყვის დროს მის მიერ მოკლული ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ბრალდებული მხარე მის შეურაცხადად ცნობას და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსებას ითხოვს.
ანდრეს ბრეივიკმა აღიარა შარშან 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანის მკვლელობა.