როგორ აპირებდა სსრკ ჰელსინკის პარლამენტის აღებას

როგორ აპირებდა სსრკ ჰელსინკის პარლამენტის აღებას

ესტონეთში იპოვეს სსრკ გენერალური შტაბის „ცივი ომის“ პერიოდის საიდუმლო რუქები, რომელზეც ქალაქ ჰელსინკის აღების გეგმაა გამოსახული.

 „რუქები 80-იან წლებშია შედგენილი და გვამცნობს, როგორ აპირებდა საბჭოთა კავშირი ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის და სამინისტროების, ბანკებისა და საფოსტო განყოფილებების, ვაგზლებისა და აეროპრტების  შენობების აღებას“,-წერს ფინური გამოცემა Helsingin Sanomat .

 რუქები, რომელიც  Helsingin Sanomat -მა  გამოაქვეყნა 1989 წლითაა დათარიღებული.