დღეს დილით სირიაში ქალაქ დარათ აზააში 25 გვამი აღმოაჩინეს, რომელიც ალავიტელთა სექტის წარმომადგენლებს მიეკუთვნება . ეს სირიელი აჯანყებულების „დამსახურებაა“, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ხელისუფლების ელიტას-ალავიტებს გაანადგურებდნენ.
აჯანყებულები მასობრივი მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა მათგანი ბაშარ ასადის შეიარაღებული რაზმის „შაბიხას“ წევრი გახლდათ. საიდის ხელისუფლების განცხადებით კი, აჯანყებულების ქალაქ დარათ აზააში შესვლის შემდეგ, ქალაქის კიდევ ბევრი მცხოვრებია დაკარგული.
„შაბიხა“ ეს ბაშარ ასადის შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც ძირითადად ალავიტებისგან შედგება და რომელიც ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. ალავიტები სირიის ხელისუფლების ელიტურ ფენას წარმოადგენენ. რამდენიმე დღის წინ „შაბიხა“ სუნიტების მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულეს, თუმცა ასადის ხელისუფლებამ გავრცელებული ინფორმაცია უარჰყო.