ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელიც საკაბელო ქსელში ყველა სატელევიზიო არხის ჩართვას შეეხება მიესალმება.
ამის შესახებ ჯონ ბასმა დღეს, ბიძინა ივანიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„პარლამენტის ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული, პოზიტიური და კონსტრუქციული ნაბიჯია“, - განაცხადა ბასმა, მაგრამ უფრო დეტალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, რადგან, მისი თქმით, დავით ბაქრაძის განცხადება არ მოუსმენია.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ყველა სატალევიზიო ახრს მიეცემა საშუალება, საზოგადოების უფრო დიდი ნაწილს მიაწვდინოს ხმა და ამ მიზნით, ყველა სატელევიზიო არხის ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემა იგეგმება.
"ეს კეთდება იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს და ხალხს ჰქონდეთ, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალის მოსმენის საშუალება. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია და საშუალება ჰქონდეს მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს, მისაღებს თუ მიუღებელს და, საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას. “, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.