ივანიშვილი:  მაქსიმალურად ვცდილობ „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის კონკურენცია დარჩეს

ივანიშვილი: მაქსიმალურად ვცდილობ „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის კონკურენცია დარჩეს

"მე მაქსიმალურად ვცდილობ, სწორი არჩევანი გავაკეთო და „რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის კონკურენცია დარჩეს“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, პარტიები ერთმანეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი და აღნიშნა, რომ ის კონკურენცია, რომელიც რესპუბლიკელებსა” და “თავისუფალ დემოკრატებს” შორის არსებობს ჯანსაღი და ნორმალურია.

„ჩვენ პარლამენტში დიდი  ხნით შევალთ და არ მინდა, დღეის მსგავსად ერთპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდეს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, “რესპუბლიკელებმა” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” საკუთარი სახე შეინარჩუნონ და საკუთარი პარტიებისთვის იბრძოლონ. ეს ბრძოლა და კონკურენცია აბსოლუტურად ჯანსაღია. არავითარი ხმის აწევა და არავითარი ზედმეტი არაფერი ხდება”, - განაცხადა ივანიშვილმა.