პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარებთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდოდ, 7 ნომრით იქნება წარმოდგენილი.
„მაგალითად, თუნდაც კურტანიძე ავიღოთ. მას ექნება თავისუფლება, რომ არჩევნების შემდგომ რომელ პარტიაშიც უნდა შევიდეს. თუ სურვილი გააჩნია, იგი თავად კოალიციაში დარჩება, მაგრამ პარტიული სიები, პარტიული რეკლამა და პარტიული ხმები კურტანიძემ ჩვენი, კოალიციის 7 ნომერს უნდა მისცეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება, კოალიციის საარჩევნო სიის პირველ ნომერს, ივანიშვილის განცხადებით, ეს ჯერჯერობით არ იცის.