რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა თეიმურაზ მამსუროვმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ღირს მოვლენების დაჩქარება სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით, რადგან იგი ისტორიულად ყოველთვის იყო ფედერაციის შემადგენლობაში.
„ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოსეთი რუსეთის მფარველობის ქვშ ყოველთვის გახლდათ. ეს არაკანონზომიერება უნდა გამოსწორდეს. თუმცა, ჩვენ მოვლენებს არ ვაჩქარებთ. მთავარია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია-თუნდაც ამიტომ უღირდა ჩემს თაობას სიცოცხლე. რა იქნება შემდგომ? იქნება ის, რაც უნდა მოხდეს. ჩვენ ვიქნებით რუსეთთან ერთად“,-განაცხადა მამსუროვმა.