სირიიდან დევნილთა რიცხვი, რომლებიც თურქეთს აფარებენ თავს, ყოველდღიურად იზრდება და უკვე 32 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სელჯუკ უნალმა გააკეთა.
უნალის განცხადებით, მათ შორის არიან სირიის არმიის 12 გენერალი, რომელიც ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ და ასადის მთავრობას გამოექცნენ.
გაეროს ანგარიშს მიხედვით, ოფიციალური მონაცემებით სირიაში სამხედრო მოვლენების დროს დაუპულთა რიცხვმა 12 000-ს მიაღწია, დაახლოებით მილიონზე მეტი ადამიანი კი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.