საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა მალაშხიას განცხადებით, კარლო კოპალიანი ზნეობაზე და პატრიოტობაზე საუბრობს, არადა, 9 აპრილის დღეებში ცაგერში რაიკომის ინსტრუქტორი იყო.
„კოპალიანი რაიკომის მდივანი იყო, უფრო სწორად ინსტრუქტორი, რადგან მაგისთვის მდივნობა დიდი რამეა. რაც შეეხება მამრაძეს, ჩვენმა კოლეგამ თქვა, რომ ის თავისი გვარის უკანასკნელი მამაკაციაო. ამ საკითხზე, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს ადამიანები, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხებიან. ესენი მაიორ პრონინივით უნიტაზში ისხდნენ და იქედან უყურებდნენ რამეს? - აღნიშნა მალაშხიამ. მისივე შეფასებით, ამ ადამიანებს ევალებათ, რომ რუსულ ოცნებაზე ისაუბრონ.
„მათ სხვა შანსი არა აქვთ, ბოლო შანსია, რომ პუტინი ჩამოვიდეს და კენჭი იყაროს, თუმცა, მას მიუხედავად კასპელი დედისა მოქალაქეობას ვერ მივცემთ“, – აღნიშნა მალაშხიამ.