პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ from.ge – ის შეკითხვის პასუხად, რომ „ელიტა ბურჯის“ და „გლობალ ტვ“-ის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების, ანტენების ერთდროულად დაყადაღებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომ ჯარიმების გადახდას არ აპირებს, მოსალოდნელია თუ არა კოალიციის ლიდერის პროკურატურაში დაბარება აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისგან ყოველგვარ უკანონობას მოელის.
„დღევანდელი ხელისუფლებისგან ყოველგვარ უკანონობას მოველი. აქედან გამომდინარე, გამორიცხული სულ არაა“, - განაცხადა ბარამიძემ.