„ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები დავით ბაქრაძის განცხადების საპასუხოდ პრესკონფერენციას გამართავენ

„ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები დავით ბაქრაძის განცხადების საპასუხოდ პრესკონფერენციას გამართავენ

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები დღეს საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც დავით ბაქრაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით საპასუხო განცხადებას გაავრცელებენ.

პრესკონფერენცია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ყველა სატალევიზიო არხს მიეცემა საშუალება, საზოგადოების უფრო დიდი ნაწილს მიაწვდინოს ხმა და ამ მიზნით, ყველა სატელევიზიო არხის  ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემა იგეგმება.

"ეს კეთდება იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს და ხალხს ჰქონდეთ, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალის მოსმენის საშუალება. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია და საშუალება ჰქონდეს მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს, მისაღებს თუ მიუღებელს და, საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას. “, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.