ქვეყანაში შესვლის მცდელობისას, ამერიკის პოლიციამ რუსი ირინა შელიხოვა დააკავა, რომელიც 2010 წლიდან იძებნება და რომელსაც ბრალად ედება მაქინაციებით 47 მილიონი დოლარიდან 70 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისება.
2010 წელს ამერიკის სპეცსამსახურებმა გახსნეს Medicare-ის დაზღვევებთან დაკავშირებული მაქინაცია, რომელშიც ნიუ-იორკელი ექიმები და მათი პაციენტებიც მონაწილეობდნენ. 2010 წელსვე ამერიკის სპეცსამსახურების მიერ დაკავებული იქნა სომხური დაჯგუფება, რომელსაც „კანონიერი ქურდი“ არმენ კაზარიანი ხელმძღვანელობდა. ჯგუფში 73 მონაწილე გახლდათ, რომელთა შორისაც იყო ირინა შელიხოვა. კაზარიანის ჯგუფმა საბოლოო ჯამში 295 მილიონი დოლარის მისაკუთრება შეძლო. ეს საქმე სპეციალისტებამ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს „აფიორად“ აღიარეს.