ბაქრაძე – კანონისთვის არანაირი განსხვავება არა აქვს მატერიალური ღირებულება არის ანტენა, სარეცხი მანქანა თუ ქეშით გადაცემული თანხა

ბაქრაძე – კანონისთვის არანაირი განსხვავება არა აქვს მატერიალური ღირებულება არის ანტენა, სარეცხი მანქანა თუ ქეშით გადაცემული თანხა

 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მხრიდან ნებისმიერი მატერიალური ღირებულების ნივთების უფასოდ დარიგება  ამომჩევლის მოსყიდვაა.

აღნიშნული კომენტარით ბაქრაძე „გლობალ ტვ-ს“ ანტენების ირგვლის შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა.

„კანონისთვის არანაირი განსხვავება არ არის ეს მატერიალური ღირებულება არის ანტენა, სარეცხი მანქანა თუ უბრალოდ ქეშით გადაცემული თანხა.

„ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ასეთი ფაქტი არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ამიტომ, მოდით გავავლოთ მკაფიო ზღვარი სად მთავრდება სიტყვის თავისუფლება და სად იწყება ამომრჩევლის მოსყიდვა“, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

 „ქართველი ხალხი იმსახურებს ინფორმირებულ არჩევანს და ეს ინფორმირებული არჩევანი იქნება არა იმიტომ რომ ვიღაცა სამადლოდ საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გამო იყიდის და დაარიგებს უფასო ანტენებს, არამედ იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფო და დემოკრატია ზრუნავს საქართველოში პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე“, – აღნიშნა ბაქრაძემ.