„ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

„ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრა პოლიტიკური კოალიციის ოფისში 15.00 საათზე დაიწყო და ჟურნალისტებისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე ივანიშვილის პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოალიციის წარმომადგენლები უცხოელ დიპლომატებს ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას.

„საუბარი შეეხება შპს „გლობალ კონტაქტ კონსტალტინგის“ ქონების დაყადაღების საკითხსაც“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიციის ოფისში იმყოფებიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ენ-დი-აის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო და სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

შეხვედრა, სავარაუდოდ, ერთ საათის განმავლობაში გაგრძელდება.