ბელგრადის ცენტრში, ახალგაზრდა სერბმა მხატვარმა თეოდორა სტამენკოვიჩმა შიშველი პერფორმანსი გამართა. სახელწოდებით- „გამოაშკარავებული ეროტიული არსება.“
აქცია ქალაქის ცენტრში ცენტრალურ საცალფეხო გზაზე მოეწყო. გოგონას შიშველი სხეული მთლიანად წითელი საღებავით ჰქონდა შეღებილი. ის პერფორმანსის დასაწყისში ჩაცმულია და სახეზე ნიღაბი უკეთია. შემდეგ სიარულს და ნელ-ნელა გახდას იწყებს. მშვიდად დასეირნობს ქუჩებში და ხალხის ყურადღებას უჩვეულო პერფორმანსით იქცევს, რამდენიმე ადამიანი პერფორმანსს ტაშით აჯილდოებს. სხვები შიშველ მხატვარს ინტერესით ადევნებენ თვალს და სურათებს უღებენ, გოგონაც მშივდად პოზირებს. პერფორმანსის ბოლოს გოგონა ნიღაბს იხსნის. მისი დასრულების შემდეგ კი ქუჩაში მიმოფანტულ ტანსაცმელს წყნარად აგროვებს, იცმევს და მიდის.