რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოტლანდიის ნაპირებთან დაკავებულ გემ „ალიდზე“ ნამდვილად იყო სამი სამხედრო შვეულმფრენი და საჰაერო თავდაცვის მოწყობილობები და აღნიშნა, რომ სამხედრო გემი დროშის შეცვლის შემდეგ, სირიაში მაინც გაემგზავრება.
გამოცემის აზრით, კრემლის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გადახედვას არ აპირებს.
„ბარაკ ობამა მექსიკაში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ორი საათის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა ვლადიმერ პუტინი თავისი დამოკიდებულება შეეცვალა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ლავროვის განცხადების შემდეგ ნათლად გამოჩნდა სინამდვილე- რუსეთი არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების აზრს და დიქტატორ ასადის რეჟიმის, რომელიც მშვიდობიანი მოსახლოების წინააღმდეგ იყენებს იარაღს, იარაღით მომარაგებას განაგრძობს“,-წერს Daily Telegraph.