დღეს აშშ თავდაცვის ყოფილი მინისტრი როლანდ რამსფელდი საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია.
რამსფელდმა შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან, გაეცნო საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობას და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს.
ბაჩო ახალიამ მადლობა გადაუხადა ამერიკა-საქართველოს თავდაცვის სფეროს ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც საფუძველი სწორედ დონალდ რამსფელდის პენტაგონში სამსახურის ყოფნის დროს ჩაეყარა. დონალდ რამსფელდმა ასევე გამართა შეხვედრა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთანაც.
დონალდ რამსფელდს ამერიკის თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა. პირველად იგი პენტაგონს ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას 1975-1977 წლებში ხელმძღვანელობდა. მეორედ კი მან თავდაცვის მდივნის პოსტი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს 2001 წელს ჩაიბარა. 2007 წელს პენტაგონის ყოფილმა შეფმა "რამსფელდის ფონდი" დააარსა, რომელიც სწავლებას უფინანსებს კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში გადასვლის მსურველ პირებს. მისი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რამოდენიმე თანამშრომელიც გახდა.