25 ივნისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანდრჟეი ტიშკევიჩთან და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
27 ივნისს პოლონეთის დელეგაცია ქუთაისს ეწვევა, სადაც პარლამენტის ახალ შენობასა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
27 ივნისს დელეგაცია ბათუმს ესტუმრება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს შეხვდება. დელეგაციის წევრები ასევე დაათვალიერებენ ბათუმის იუსტიციის სახლსა და გონიოს ციხეს.
პოლონეთის რესოუბლიკის სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის ოფიციალური ვიზიტი 28 ივნისს დასრულდება.