კოალიცია „ქართული ოცნება“ საკუთარი "კარდაკარის" დაწყებას დღეიდან აპირებს. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა From.ge სთან საუბარში განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გვექნება, სადაც საზოგადოებას საკუთარ გეგმებს გავაცნობთ „კარდაკარ“-ის დაწყების შესახებ. დეტალური ინფორმაცია კი პრესკონფერენციიდან გახდება ცნობილი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძისა და ადვოკატ, ზაქარია ქუცნაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია კოალიციის ოფისში დღეს 13:00 საათზე დაიწყება.