ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი დღეს დასრულდება

ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი დღეს დასრულდება

ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე სკანდალური პროცესი ანდრეს ბრეივიკთან დაკავშირებით, დღეს უნდა დასრულდეს, დაცვის საბოლოო სიტყვის შემდეგ.

ბრეივიკმა აღიარა 2011 წლის 22 ივლისს უტოიას კუნძულზე ჩადენილი 77 ადამიანის მკვლელობა, რომელთა შორის უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ. მათ შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანიც. პროკურორმა მისი შეურაცხადად ცნობა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსება მოითხოვა, თუმცა ბრალდებული პროკურორის წინადადების წინააღმდეგია.

ელოდებიან, რომ დღეს სასამართლოზე დაცვის მხარე ბრეივიკისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.