გიორგი მელაძე ირწმუნება, რომ

გიორგი მელაძე ირწმუნება, რომ "გლობალ TV"-ს ანტენებთან დაკავშირებით ყველაფერი კანონთან შესაბამისობაშია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის განმარტებით, „გლობალ TV”-ს ანტენებთან დაკავშირებით რაც ხდება  კანონთან შესაბამისობაშია.   

„სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, რის მიხედვითაც მოქმედებენ შესაბამისი ორგანოები. ყველაფერი რაც მიმდინარეობს სრულიად კანონთან შესაბამისია", – აღნიშნა გიორგი მელაძემ.   

საქართველოს პროკურატურის მიერ „გლობალ TV"- ს 300 000-მდე ანტენა უკვე დაყადაღებულია. დაყადაღების პროცესი დასრულებულია „ელიტა ბურჯის“, „ციცინათელას“ტერიტორიებზე, აგრეთვე ლანჩხუთის, თელავისა და სამტრედიის საწყობებში.“ელიტა ბურჯში“ დაყადაღების პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.