გლობალ ტვ-ისთან დაკავშირებულ მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადება დღეს გავრცელდება

გლობალ ტვ-ისთან დაკავშირებულ მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადება დღეს გავრცელდება

საქართველოს სახალო დამცველი, გიორგი ტუღუში გლობალ ტვ-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადების გაკეთებას დღის განმავლობაში აპირებს.

სახალხო აპარატის ინფორმაციით ტუღუში საქმეში უკვე ჩართულია  ამ ეტაპზე საქმის დეტალებს სწავლობს.

„ჩვენ ჩართულები ვართ საქმის შესწავლაში და ამის თაობაზე განცხადებას დღეს გავაკეთებთ", - განაცხადეს ომბუდსმენის აპარატში. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში იმ საწყობების დაყადაღება მიმდინარეობდა, სადაც კომპანიის სატელიტური ანტენები ინახება. ამ მიზნით სამართალდამცველები შევიდნენ "ელიტა ბურჯში", "გლობალ TV"_ის სათავო ოფისში, სამტრედიაში, ურეკსა და კახეთში მდებარე საწყობებში.