დღეს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. სადაც მონაწილეობას მიიღებენ მარიამ გეგეჭკორი - სოპრანო, რომაულდ ბალე - ბაზგიტარა, სილვენ ნოელი - ფორტეპიანო.
მარიამ გეგეჭკორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ტულუზის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი სასწავლო ცენტრის, პარიზის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი კონსერვატორიის კურსდამთავრებული, უამრავი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.