პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი სანდრო ბარამიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ კომპანია „ელიტა ბურჯში“ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ, მოსამართლის ხელმოუწერელი განჩინება მივიდა.
„20 წუთის წინ ჩვენ მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოდან კონვერტი, გავხსენით და შინგით მართლაც, ხელმოუწერელი განჩინება იდო. ასევე ხელმოუწერელი განჩინება მიუვიდა „ელიტა ბურჯს“, რომლიდანაც ეს ხელმოუწერელი გაჩინების ასლი ფაქსით მივიღეთ. აქედან გამომდინარე, არც „ელიტა ბურჯს“ და არც „გლობალ ტვ“-ის ხელმოწერილი განჩინება არ ჩაბარებია. მაშასადამე, განჩინება თუ ხელმოუწერელია ის არ არსებობს და თუ განჩინება არ არსებობს მოქმედებები, რომლებიც ყადაღის დადებისკენ იყო მიმართული თავისთავად უსაფუძვლო და უკანონოა“, - განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძის განცახდებით, ასეთი მოქმედებები მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული.
ხოლო შეკითხვას რა ბერკეტი ექნება შსს ხელმოუწერელი განჩინება გადაფაროს, ბარამიძე აცხადებს, რომ ამის დამალვა უკვე შეუძლებელია.
როგორ გადამალავენ მათ უკვე მინიმუმ ორი ასეთი ხელმოუწერელი აქტი გაავრცელეს. ერთი „გლობალს“ გაუგზავნეს მეორე „ელიტა ბურჯს“. შეიძლება, ახლა ადგნენ და ხელმოწერილი გამოაჩინონ, მაგრამ თავისთავად უკვე დარღვევა არსებობს“, - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, კომპანია ამ საქმეს გაასაჩივრებს და სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე მოკვლევა დაიწყება.
ცნობისთვის, პოლიციამ კომპანია „ელიტა ბურჯისა“ და „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საწყობების ბლოკირება დღეს მოახდინა.