დავით ბერძენიშვილი: თვის ბოლოდან

დავით ბერძენიშვილი: თვის ბოლოდან "ქართული ოცნება" საარჩევნო სიების დაზუსტებას"კარდაკარის" პრინციპით დაიწყებს

 კოალიცია "ქართული ოცნება" თვის ბოლოდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით,საარჩევნო სიების დაზუსტებას"კარდაკარის" პრინციპით  დაიწყებს.

ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიისა" და "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა,დავით ბერძენიშვილმა   for.ge (presagetv-ის)  პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  ა განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციას აქვს ის ბაზა, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიების დაზუსტების  საკუთარი პროექტის განხორციელებას შეძლებს.

ბერძენიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასაც ეცოდინება, რომ სიების შემოწმების პროცესს მხოლოდ ის არ ჩაატარებს.

„ეს კარგია, რადგან იმ კომისიასაც ეცოდინება რომ მარტო არ ატარებს ამ კამპანიას. ამასთანავე, თუ კი ჩვენი შედეგები ძალიან აცდენაში იქნება, მივხვდებით, რომ ერთ-ერთი მტყუანი იქნება.  მაგრამ გეტყვით, რომ მტყუანი ჩვენ არ ვიქნებით“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.