ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ადგილობრივმა აგენტურამ არ გაამართლა და “დიფ სთეითს” ახალი სტრატეგია აქვს, ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები “თიბისი ბანკი” და “საქართველოს ბანკია” და სწორედ ამ უკანასკნელთა ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა “დიფ სთეითის სახით”,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის თქმით, ჩნდება განცდა, რომ შავი ძალა დიდი გავლენის მქონე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მარტივად იყიდის, მათი გამოყენებით კი ქართული სახელმწიფო ინტერესების დაზიანების ხარჯზე - სახელისუფლებო გუნდს ჩამოშლიან, რასაც ქვეყნისთვის აუცილებლად კიდევ უფრო დიდი გამოწვევები ეკონომიკური ნგრევა, და ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხის მაქსიმალურად ზრდა მოჰყვება.
„ ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ადგილობრივმა აგენტურამ არ გაამართლა და “დიფ სთეითს” ახალი სტრატრგია აქვს, ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები “თიბისი ბანკი” და “საქართველოს ბანკია” და სწორედ ამ უკანასკნელთა ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა “დიფ სთეითის" სახით.
შავი ძალა “ქართული ოცნების” მიმართ სადამსჯელო ტონით და ქმედებით, ძალის დომინირებას ახდენს და ამ ფონზე ჩნდება განცდა რომ ისინი დიდი გავლენის მქონე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მარტივად იყიდიან, მათი გამოყენებით კი - ქართული სახელმწიფო ინტერესების დაზიანების ხარჯზე - სახელისუფლებო გუნდს ჩამოშლიან, რასაც ქვეყნისთვის აუცილებლად კიდევ უფრო დიდი გამოწვევები - ეკონომიკური ნგრევა, და ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხის მაქსიმალურად ზრდა მოჰყვება.
ამ რისკების გაანალიზებით მსხვილი ინვესტორებისთვის აღნიშნულ ორგანიზაციებში ფულის ჩადება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს რადგან “დიფ სთეითის” მიერ ამ ორგანიზაციებში დიდი ფულის სანაცვლოდ ნაყიდი საქმიანი ურთიერთობა იქნება ქართულ სახელმწიფოზე გავლენის მოხდენის ბერკეტი და მარტივი შესაძლებლობა.
“დიფ სთეითმა” რასაც ვერ მიაღწია ქუჩით სურს მიაღწიოს ფულით!
გარე ძალების სურვილი დაიმორჩილონ ქართული სახელმწიფო მათ ძირითად მიზნად რჩება და ამ ფონზე ომში საქართველოს ჩათრევის რისკი არსად გამქრალა!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.