ბორის ჩოჩიევი:  საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ვერც ქართველებმა „ოკუპაციის“ წინააღმდეგ სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოგვიყვანეს

ბორის ჩოჩიევი: საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ვერც ქართველებმა „ოკუპაციის“ წინააღმდეგ სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოგვიყვანეს

ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის განმარტებით, ოსური მხარის მიერ ტერმინი „ოკუპაციის“ სამართლებრივი განმარტება ვერც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ვერც ქართულმა მხარემ ვერ შეძლეს.

„ვერც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და მითუმეტეს, ვერც ქართულმა მხარემ ტერმინ „ოკუპაციის“ სამართლებრივი განმარტება ვერ შეძლეს. ამ ტერმინს ქართული მხარის სურვილით იყენებს როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი, აგრეთვე ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ“,-განმარტა ჩოჩიევმა.    

 სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა წარმატებით შეაფასა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი ჟენევაში და აღნიშნა, რომ მიღწეული წარმატება დიდია. „მიღწეული ძალიან ბევრია, ვფიქრობ, რომ შემდეგი რაუნდისთვის დელეგაცია ისევ ისეთ მაღალ დონეზე იქნება წარდგენილი, როგორც  ამჯერად გახლდათ“,-აღნიშნა თიბილოვმა.