კუბლაშვილი: საუბარი, რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა მოდელი, რომელიც ევროპასა და ამერიკაშია, უნდა დასრულდეს

კუბლაშვილი: საუბარი, რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა მოდელი, რომელიც ევროპასა და ამერიკაშია, უნდა დასრულდეს

 

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, რომ არასამთავრო ორგანიზაციებიოს მიერ ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებული ვარიანტი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და ამერიკაში არ არის.

„მუდმივი საუბარი იმაზე რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა ის მოდელი რომელიც ევროპაში და ამერიკაშია, უნდა დასრულდეს. ანუ ვალდებულება საკაბელო კომპანიებისთვის ჩართონ სხვა ფორმით გამავალი ტელევიზიები თავის ბადეში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, საქართველოსაც არა აქვს ეს ვალდებულება. ამ სივრცეში  ახალი ვალდებულებების შემოღება საკაბელოებისთვის რომ ყველა ტელევიზია გაავრცელოს არასწორი იქნება და მსგავსი ჩარევა შეზღუდავს როგორც კონკურენციას ისე რეალურად იმის საშუალებას რომ ამ ბიზნესში მეტი ინვესტიციები ჩაიდოს. ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონკურეტუნარიან გარემოში იმ ბაზაზე რომელსაც საკაბლო მაუწყებლები ჰქვია“, –  აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, თითოეულმა საკაბელო მაუწყებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში.

ე.წ. მასთ ქერის(მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის) პრინციპის შემოღებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებენ.