ბაღათურია  ბათუმში სამოქალაქო საპროტესტო მსვლელობას გამართავს

ბაღათურია ბათუმში სამოქალაქო საპროტესტო მსვლელობას გამართავს

16 ივნისს, “ქართული დასი“  ბათუმში სამოქალაქო საპროტესტო მსვლელობას გამართავს.

ჟურნალისტებთან საუბარში „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ეს იქნება ერთგვარი სამოქალაქო პროტესტი და გამაფრთხილებელი ნაბიჯი იმ მიზნით, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყურადღება მიაქციონ აჭარაში საერთაშორისო ტერფიკინგის კუთხით შექმნილ ვითარებას.

მსვლელობის დაწყებამდე ჯონდი ბაღათურია არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში  მოსახლეობასთან  შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც   ბათუმის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. 

რამდენიმე დღის წინ, ბაღათურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  განაცხადა, რომ აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ეპიცენტრად გადაიქცა. ბაღათურიას ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეებს შუა აზიიდან  გოგონები ჩამოჰყავთ, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მათ პროსტიტუციაში  იყენებენ.