„სახალხო კრება“ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებას. ამის შესახებ „სახალხო კრების“ ერთ ერთმა წევრმა, ნონა გაფრინდაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ „სახალხო კრების“ სათათბიროში შემავალმა სუბიექტებმა ალიანსი შექმნეს და არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადი შეიტანეს, სახალხო კრება ალიანს მხარს დაუჭერს, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღბს.
"სახალხო კრება არ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ თუ "კრებაში" შემავალმა სუბიექტებმა გამოთქვეს სურვილი არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩვენ მათ დაუჭერს მხარს, თუმცა თუ ალიანსი არ შედგა "სახალხო კრება" ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს. ვფიქრობ, ეს ალიანსი აუცილებლად უნდა შედგეს, მიუხედავად იმისა რომ ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ეს არჩევნები გაყალბდება", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
დღესვე მან სახალხო კრების წარმომადგენლის, გოგი ქავთარაძის პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებაც შეაფასა. მისი თქმით, ქავთარაძის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებამ ერთგვარი უსიამოვნო გრძნობა დაუტოვა, რადგან მისი პარტიიდან წასვლა პრესიდან გაიგო.
სახალხო კრების" თავმჯდომარემ განმარტებები ბიძინა ივანიშვილის აქციაზე მათი მხარდამჭერების გამოჩენასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
„ ჩვენს მხარდამჭერებს და აქტივისტებს მწვანე შუქი ავუნთეთ იმაზე, რომ ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ ღონისძიება იქნება, შეურთდნენ და დაანახონ, რომ ძალიან დიდი პროტესტია ქვეყნის მოსახლეობაში. რაც შეეხება სხვა ერთიანობას, რომლის გამოც ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი, მე ვიცი რომ „ქართულ ოცნებაში“ შესვლაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი არცერთი და არც მეორე მხრიდან“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.