„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეც მოხვდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ოქმის განხილვა, რომლის დროსაც ივანიშვილის დაჯარიმების საკითხს განიხილავდნენ, შეზღუდვებით წარიმართა.
„სასამართლო 6-კაციან დარბაზში ჩატარდა და საზოგადოების დიდი ინტერესი არ გაითვალისწინეს. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, ისევე როგორც გამოვლენილ სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლოს რეკომენდაციები გაეგზავნება“, - განაცხადა ხატისკაცმა.