აზერბაიჯანის საზღვარზე მოსახლეობასთან შეტაკება მოხდა

აზერბაიჯანის საზღვარზე მოსახლეობასთან შეტაკება მოხდა

აზერბაიჯანელ სამხედროებსა და სასაზღვრო ზოლთან, სოფელ გიულისტანში მცხოვრებ მოსახლოებას შორის შეტაკება მოხდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილის მეთაურმა მათ საძოვარზე საქონლის გაყვანა აუკრძალა. დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სომხური მედიის ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამე აზერბაიჯანის მხრიდან სომხური სოფლების მიმართულებით სროლა გრძელდებოდა. აზერბაიჯანი ისევ არღვევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არც სნაიპერები გაჰყავს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან. სომხური მხარე დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.