ივანიშვილის ადვოკატებმა   სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ივანიშვილის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. ადვოკატმა შალვა თადუმაძემ შესაბამისი განცხადება საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა. მისი თქმით, მომზადებულ საჩივარში სრულადაა მოცემული ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს „უკანონო“ დადგენილება უნდა გაუქმდეს. 

„48 საათის განმავლობაში უნდა დაინიშნოს სასამართლო სხდომა და ამავე დროის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ხოლო რაც შეეხება სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, დაწყებული მოქალქეობის არ მინიჭებიდან დამთავრებული აღნიშნულ ჯარიმამდე, ყოველგვარი სამართლებრივი სივრციდან გავიდა“, - განუცხადა თადუმაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი კონტროლის პალატის აქტების საფუძველზე 126 მლნ 220 ათას 190 ლარითა და 22 მლნ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა.