პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და ადვოკატი ეკა ბესელია for.ge (presage.tv)- ის პრესკლუბში სტუმრობისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების სერიის შემდეგ და მანამდეც კოალიციას, სწორი ტაქტიკა აქვს შემუშავებული და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ეს ქმედებები აგრესიულობა და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ამ მეთოდების გამოყენება ადასტურებს, რომ ხელისუფლების შიგნით რღვევაა დაწყებული.
ბესელიას განცხადებით, კოალიცია ხელისუფლების პროვოკაციებს, არ აყვება და ძალიან გაწონასწორებული საარჩევნო კამპანიის წარმოებას გააგრძელებს.
„ვფიქრობ, კარგი და სწორი აღმოჩნდა ის სტარტეგია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ჩვენ ძალიან გაწონასწორებული, აკადემიური სარჩევნო კამპანია დავიწყეთ და ყველა მათ უკანონო ქმედებაზე, რეაგირება ფაქტებით, დოკუმენტებით, არგუმენტებით და საერთაშორისო დამკვირებლებით, რომლებიც უკვე ჩამოსულია მათთან მუშაობით ხდება. მათ შორის, ქვეყნის გარეთ მუშაობითაც. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორად გათვლილი სტრატეგიაა“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, შედეგად სახეზე წონასწორობა დაკარგული ხელისუფლებაა, რომელსაც მისივე განცხადებით, დაკარგული აქვს კონტროლი და დემოკრატიის რაღაც საფარით შენიღბვას ცდილობს.
„ის ღიად გადმოდის შეტევაზე და ამით სრულად კარგავს, რაიმე ტიპის მხარდაჭერას და რაიმე ტიპის გამართლების სურვილს, თუკი ასეთი მხარდამჭერებშიც რჩებოდა. არჩევნებამდე როცა რამდენიმე თვეა დარჩენილი და როცა ხელისუფლებას ამ ეტაპზე, ასეთი აგრესიული კამპანია და ასეთი აგრესიული პოლიტიკური ბრძოლა აქვს გაჩაღებული, ვფიქრობ, კარგი სტრატეგიაა ამას აკადემიური და გაწონასწორებული სტრატეგია დაუპირისპირო“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას განცხადებითვე, ფაქტია, რომ ეს ძალიან კარგად მუშაობს. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედება აჩვენებს, რომ ის ძალიან სუსტ მდგომარეობაშია.
„სააკაშვილი კიდევ უფრო კარგავს კონტროლს. მას ცოტაღა აქვს დარჩენილი. ხელისუფლების ეს ქმედება მიანიშნებს, რომ ძალიან სუსტ მდგომარეობაში არიან. მას, რომ ჰქონდეს მყარი ინსტიტუციები და გამართული შიდა მექანიზმები, რომლითაც თავს მშვიდად იგრძნობენ, ასე არ მოიქცეოდნენ. ასეთი აგრესიულობა და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ამ მეთოდების გამოყენება არ დაჭირდებოდათ, რადგან სჭირდებათ ფაქტია, რომ სააკაშვილს ძალიან უჭირს და გუნდს ვერ ინარჩუნებს“, - განაცხადა ბესელიამ.