ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად როლანდ ახალაიას კანდიდატურის დაყენებას გეგმავს.
როგორც from.ge–ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, „ნაციონალური მოძრაობამ“ ზუგდიდში არჩევანი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორზე როლანდ ახალაიაზე გააკეთა.
როლანდ ახალაია, რომელიც თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალიას მამაა, ზუგდიდის პროკურორად – 1986-1990 წლებში მუშაობდა, 1996-2001 წლებში კი ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურორი იყო.
როლანდ ახალაია ერთადერთი არ არის, ვინც პროკურატურიდან პოლიტიკაში მიდის. მანამდე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ თანამდებობა დატოვა და კრწანისის რაიონში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
ნაციონალებს საარჩევნო სიაში და მაჟორიტარებად პროკურატურის სხვა წარმომადგენლებიც ეყოლებათ.