ბრიტანული პრესის ფურცლებზე ცხარე კამათია გამართული დევიდ კემერონის მთავრობის ახალი გადაწყვეტილების - ერთსქესიანი ქორწინების ეკლესიაში ჩატარების ნების დართვის შესახებ. ეკლესია და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგია. ბრიტანეთში რელიგიური ორგანიზაციები იქმნება, რომელიც ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე მოსახლეობას აერთიანებს.
ანგლიკანური ეკლესიისა და სხვა ეკლესიების წარმომადგენლებმა ვერდიქტი გამოიტანეს-ეკლესიაში ჯვარს არ დაწერენ ერთი სქესის ადამიანებს."ეს კანონი "ზედაპირულია" და ქორწინების სიწმინდეს შეუშლის ხელს",-განაცხადეს ეკლესიის წარმომადგენლებმა.
Daily Telegraph შიშს გამოთქვამს, რომ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეკლესიას პრობლემები შეექმნება.
"თუ მათ ეს კანონი მიიღეს, მაშინ ნებისმიერ ეკლესიას, სინაგოგას თუ მეჩეთს შეიძლება პრობლემები შეექმნეს- ერთი სქესის წარმოამდგენლებმა ეკლესიისგან უარის-მათი ქორწინების არ დარეგისტირირების შემთხვევაში, შეიძლება სასამართლოში მათ წინააღმდეგ საქმე აღძრან”,-მოჰყავს გამოცემას ერთ-ერთი რელიგიური აქტივისტის მაიკ ჯაჯის სიტყვები.
Daily Mail-ს კი დიდი ასოებით გამოაქვს მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის წევრის ენდრიუ პირსის მიმართვა დევიდ კემერონისადმი.
"ალბათ კემერონმა ჩათვალა, რომ ვინც ამ კანონის წინააღმდეგ ამოიღებს ხმას, თავს გამოავლენს როგორც ჰომოფობი და ფანატი. კარგით, ბატონო კემერონ, მე კონსერვატიული პარტიის წევრი და გეიც, თუმცა მე გეი-ქორწინებების წინააღმდეგი ვარ. ფანატი ვარ? ",- მიმართავს პრემიერმინისტრს შეკითხვით პირსი.