ყველასთვის საყვარელი „ექიმი ჰაუსის“ როლის შემსრულებელი, ბრიტანელი მსახიობი ჰიუ ლორი ფილმში „რობოკოპი“ ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს.
რობოტი-პოლიციელის ახალი ვერსიას ბრაზილიელი რეჟისორი ჟოზე პადილა გადაიღებს, ავტორი ფილმებისა „ელიტარული რაზმი“ და „ელიტარული რაზმი 2: მტერი ჩვენს შორის.“
ფილმში, აგრეთვე მონაწილეობენ მსახიობები, გერი ოლდმანი და სემუელ ელ ჯექსონი. პირველი მეცნიერის, ხოლო მეორე მედიამაგნატის როლში. ჰიუ ლორი მთავარი ავაზაკის როლშია -კორპორაციის თანამშრომელის, რომელმაც რობოკოპი შექმნა.
ორიგინალური ვერსია პოლ ვერჰოვენის ფილმისა „რობოკოპი“ 1987 წელს შეიქმნა. ფილმის სიუჟეტის ასე ვითარდება – პოლიციელი ალექს მერფი, რომელიც ბოროტმოქმედების მიერ იქნა მოკლული, ბრუნდება უძლეველი კიბორგის სახით, რომელიც კრიმინალურ სამყაროს მარტო ებრძვის. დრო და დრო მას უბრუნდება მეხსიერება, რის შემდეგაც ის არა მარტო სამართლიანობის დასამყარებლად იბრძვის, არამედი იმისთვის, რომ სამაგიერო გადაუხადოს თავის მკვლელებს.
ამბობდნენ, რომ „რობოკოპის“ რიმეიქი ოსკაროსან რეჟისორს დარენ არონოვსკის უნდა გადაეღო, თუმცა 2008 წელს შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო პროექტი შეჩერდა. შემდეგ დარენ აროფონსკი ახალი პროექტით „ნოე“ დაკავდა და უარი თქვა „რობოკოპის“ გადაღებაზე.
ჟოზეფ პადილას, რეჟისორს რომელიც „რობოკოპის“ რიმეიქს ამჟამად იღებს, ფილმისთვის „ელიტური რაზმი“ ბერლინის კინოფესტივალზე აღებული აქვს უმაღლესი ჯილდო - „ოქროს დათვი“.
„რობოკოპის“ სცენარის ავტორია ნიკ შენკი. სცენარის ახალი ვერსიის მიხედვით, რობოკოპს არ ექნება ნირაბი და ის უფრო ადამიანურ სახეს შექმნის.