თურქულმა ეკონომიკურმა ჟურნალმა Ekovitrin-მა ნომინაციაში "წლის პირველი ლედი -2011" აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მეუღლე, იუნესკო-ს და ისესკო-ს მშვიდობის ელჩი, მინი მეჯლისის დეპუტატი მეჰრიბან ალიევა დაასახელა.
"წლის პირველი მინისტრის" ტიტული კი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ერთორღულო გიუნაიუმ დაიმსახურა.
დაჯილდოვების ცერემონიალი სტამბულში, სასტუმრო Green Park-ში გაიმართა. ჟურნალის მფლობელის კიამრ ან აბაჩიოღლუს განცხადებით, გამოკითხვაში მონაწილეობა თურქეთის პოლიტიკის, ბიზნესისა და ხელოვნების 102-მა წარმომადგენელმა მიიღო. მეჰრიბან ალიევას მაგიერ, საპატიო ჯილდო და პრემია გეიდარ ალიევის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან ალეკბეროვმა მიიღო.