აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა ისმოდა, ვითარება კი კვლავინდებურად დაძაბული რჩება. სომხეთის მხრიდან ისევ ხორციელდებოდა სროლები გიზილობას, გეიარხის, სეისულანის, ტერტერის, სულ 15 რაიონის მიმართულებით.
დაჭრილები და დაღუპულები აზერბაიჯანის მხარეს არ არის.
ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარე არ ემორჩილება ეუთო-ს მინსკის ჯგუფის გადაწყვეტილებას ორმხრივად ცეცხლის შეწყვეტის, ასევე სნაიპერების გაყვანას სასაზღვრო ზოლიდან. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის მხრიდან სნაიპერების მიერ განხორციელებული სროლები არ შეწყვეტილა. ნიუ-იორკასა და ვენაში სომხეთის წარმომადგენლებმა გაერო-ს და ეუთო-ს გადასცეს აზერბაიჯანული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმების დამამტკიცებელი საბუთები სომხეთსა და არცახში. ოფიციალური ერევნის განცხადებით, სომხურმა მხარემ ბოლო დღეების განმავლობაში 25 აზერბაიჯანელი სნაიპერი გააუნვებელყო.