დეპუტატებმა ლაზიკას შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს

დეპუტატებმა ლაზიკას შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს

 

პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე ლაზიკას შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე- 106 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - ერთი.

პროექტის თანახმად, კონსტიტუციის მე-3 მუხლს მე-5 პუნქტი დაემატება,რომლის თანახმადაც, კონსტიტუციას დაემატება ჩანაწერი - ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება.

კენჭისყრამდე საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობამ და ოპოზიციამ კარგა ხანს იკამათა. ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც ლაზიკას შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა ედპ–ს წევრი  გურამ  ჩახვაძე იყო.