ასოციაცია „ატუმ“ კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიში  გაუგზავნა

ასოციაცია „ატუმ“ კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიში გაუგზავნა

„ასოციაცია ატუ“ კონტროლის პალატას 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშს თანდართული დოკუმენტებით უგზავნის.

წერილს თან ერთვის „ასოციაცია ატუს“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სადაც მითითებულია, რომ მისი წესდებით დამფუძნებლები ბიჭია დემეტრაშვილი, ელდარ გოგოლაძე და ეთერ დემინაშვილი არიან.

წერილს ხელს „ასოციაცია ატუს“ გენერალური დირექტორი კარლო ლეკვეიშვილი აწერს.

ცნობისთვის, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ასოციაცია „ატუ“-ს 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა 8 ივნისს მოსთხოვა.

კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ დგინდება „ასოცოაცია ატუს“ ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი შპს „ბურჯთან“ და შპს „ელიტა ბურჯთან“.

კონტროლის პალატაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კომპანიები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია და ივანიშვილის მიერ ამ კომპანიების მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.